Slider Image
Slider Image
Slider Image
Slider Image
Slider Image
Slider Image

აქსის თაუერსი WTC-ის წევრი

2020 წლის თებერვლიდან აქსის თაუერსს მიენიჭა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (WTC) სტატუსი, რაც ამ შენობის მულტიფუნქციურობამ და მისმა უნიკალურმა არქიტექტურამ განაპირობა. მსოფლიო სავაჭრო ცენტრი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და განვითარებაა. იგი მსოფლიოს მასშტაბით, ხელს უწყობს წევრ ორგანიზაციებს შორის ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას, მათ საერთაშორისო ვაჭრობაში ( თრეიდინგში) ჩართვას და მონაწილეობას.
WTC Image 1
Hotel Image

სასტუმრო Pullman

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო პულმანი აქსის თაუერსის პიედესტალსა და მინის კოშკში მე 19 – 37- ე სართულებზეა განლაგებული. სასტუმრო მოიცავს 220 , ექვსი სხვადასხვა კატეგორიის ოთახს. სასტუმროში განთავსებულია ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი თბილისის ცენტრში და 7 შეხვედრების ოთახი. სასტუმრო პულმანი გამოირჩევა სივრცითი მოწყობით, კრეატიული გადაწყვეტილებებით და სრულად ერგება თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს.
Hotel Image
 

ოთახები

სასტუმროს 220 ოთახი განთავსებულია მინის კოშკში მე-19 სართულიდან 35-ე სართულის ჩათვლით და შედგება ექვსი სხვადასხვა კატეგორიის ოთახებისგან: სუპერიორი, ეგზექიუთივი, ჯუნიორ სუიტი, სუპერიორ სუიტი, ეგზექიუთივ სუიტი და საპრეზიდენტო სუიტი.
 

საკონფერენციო დარბაზი

ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი დედაქალაქის ცენტრში და 7 შეხვედრის ოთახი განკუთვნილია როგორც ბიზნეს, ასევე სოციალური შეხვედრებისთვის
 

Whether Report & Dumas

სქაი ბარი - Whether Report და ფრანგული რესტორანი Dumas - განთავსებულია მინის კოშკის 37-ე და 36-ე სართულებზე, საიდანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედები მთელ თბილისზე.
 

ველნესი

აქსის თაუერსის პედესტალის სახურავზე განთავსებულია 25მx9მ -ის აუზი ღია ტერესით და გადასახდელი სახურავით, 2 ქვის ჯაკუზი, ჰერბალ და ფინური საუნები, ორთქლის ოთახი, ფიტნეს დარბაზი და ჯანმრთელი კვების ბარი.

რესტორნების ქუჩა

საზოგადოებრივი მიზიდულობის ახალი ცენტრი და დედაქალაქის ახალი ტურისტული მარშრუტი. სადაც ორ სართულზე, პასაჟურ სტილში განთავსებულია 7 სხვადასხვა ტიპის, პრემიუმ კლასის რესტორანი.
Entertainment Slider Image

ხელოვნება

Entertainment Slider Image

გასტრონომია

Entertainment Slider Image

ველნესი

გართობა

ჩვენ შესახებ

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, გალაქტიონის ძეგლის უკან დგას შენობა, რომელიც თანამედროვე თბილისის სახედ იქცა. გამორჩეული არქიტექტურით, უნიკალურად დატვირთული ფუნქციებით, მასშტაბითა და მნიშვნელობით აქსის თაუერსი ქართველების წარმატების სიმბოლოა. აქსის თაუერსი არის მთლიანად ქართული პროექტი, განხორციელებული ქართველი სპეციალისტების მიერ, ამასთანავე გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით.
About Us Image