ჩვენ შესახებ

აქსის თაუერსი - თანამედროვე თბილისის ლენდმარკი
About Us Image

Axis Towers-ის“ ცათამბჯენი არა მხოლოდ მასშტაბითა და მრავალფუნქციურობით არის გამორჩეული, არამედ არქიტექტურითა და ინოვაციურობით. საქართველოში არაერთი მაღალი შენობა შეგხვდებათ, თუმცა „Axis Towers-ს“ განსაკუთრებულად, პირველ რიგში, მისი ტექნოლოგიური გადაწყვეტები აქცევს. ეს არის შენობა, რომლის არქიტექტურამ დროს გაუსწრო. 2005 წელს, როდესაც კომპლექსის მშენებლობა იწყებოდა, „Axis Towers-ის“ გუნდმა იცოდა, რომ საქართველოსთვის უნიკალურ პროექტს ქმნიდა, რომლის გამოცდილებაც ქვეყანაში არ არსებობდა. „Axis Towers-ი“ კიდევ დიდხანს დარჩება, როგორც დახვეწილი არქიტექტურული შემოქმედების ნიმუში.  ასე რომ, თბილისს ახალი ლენდმარკი აქვს და მისი სახელი „Axis Towers-ია“.
„Axis Towers-ი“ მოდერნისტული ნაგებობაა, რომელიც 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

I კომპონენტი პიედესტალი და ორი კოშკია, რომელთა სიმაღლე 147 მეტრს აღემატება. შენობა სულ 41 სართულს ითვლის - 4-ს მიწის ქვეშ, ხოლო 37-ს მიწის ზემოთ.

II - კოშკები ფორმით იდენტურია, თუმცა ამავე დროს, ერთმანეთისგან განსხვავდებიან კიდეც. ეს განსხვავება კი მასალათა შორის კონტრასტია. ერთი კოშკი ქვისაა, მეორე - მინის; ერთი თეთრია, ხოლო მეორე - შავი. ეს იძლევა საშუალებას, კოშკები გასცდნენ ე.წ. ტყუპების ვიზუალს და უფრო საინტერესონი გახდნენ.

III - კოშკების თითოეული სართული ბირთვის გარშემო 2 გრადუსით ბრუნავს, თუმცა ერთმანეთის საპირისპიროდ. ეს მოცემულობა უნიკალურს ხდის შენობას, რადგან იგი თბილისის სხვადასხვა წერტილიდან განსხვავებულად ჩანს.

„Axis Towers-ის“ პროექტის განხორციელებისას გადადგმულმა თითოეულმა ნაბიჯმა გარშემო სხვა ბიზნესცენტრების ჩამოყალიბებას თავისთავად შეუწყო ხელი. ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბიზნესტურიზმზე ორიენტირებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს შემოყვანამ. ბიზნესუბნის ჩამოყალიბებისთვის ყველა საჭირო პირობა შექმნა 17 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულმა ბიზნესცენტრმა, რომელსაც ირგვლივ აქვს ყველა სერვისი: ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი 7 სათათბირო ოთახით, მისაღები სივრცეები და ლაუნჯ ვერანდა. ამასთან ერთად, ბიზნესცენტრი მოიჯარეებს და სტუმრებს შენობიდან გაუსვლელად შეუძლიათ ესტუმრონ დასასვენებელ, რეკრეაციული სივრცეს; პრემიუმ კლასის კაფე-რესტორნებს; სავაჭრო ცენტრს; ფიტნეს დარბაზს; ველნესს; 25-მეტრიან აუზს და ა.შ. „Axis Towers-ის“ მაღალი კლასის ბიზნესცენტრი მოიჯარეებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მათ შეუძლიათ მიიღონ სტუმრები ან თავად ისარგებლონ ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, „Axis Towers-ის“ სახით, ქალაქის ცენტრში ახალი „ლენდმარკი“ გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ „Axis Towers-ი“ რეგიონში პირველი მსოფლიო სავაჭრო ცენტრია.

გარდა ამისა, „Axis Towers“-ის გუნდმა, დამატებით,  F&B (food and beverage) მიმართულება შექმნა – 12 რესტორანი და 7 ბარი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის. ეს მიმართულება ადგილობრივებსაც მოიზიდავს და უცხოელ ტურისტსა თუ ბიზნესმენს ნამდვილ გასტრონომიულ მოგზაურობას შესთავაზებს.