Hotel Hero Image

სასტუმრო Pullman

01/

დაჯავშნა

სასტუმრო, რომელიც აერთიანებს ცხოვრების სტილსა და დიზაინს, ბიზნესსა და დასვენებას. 
Pullman-ის პირველი სასტუმრო საქართველოში, Pullman Tbilisi Axis Towers შემოაქვს ახლებური, დახვეწილი შეგრძნებები თქვენი მოგზაურობისას. სანახაობრივი დიზაინი, ელეგანტური და კომფორტული ოთახები, სპა და ფიტნესი, თვალწარმტაცი ხედები რესტორნიდან და ბარიდან, თბილისში ერთ-ერთი წამყვანი საკონფერენციო სივრცეები - თქვენი მიზნების მისაღწევად ჩვენ შეუმჩნევლად ვაერთიანებთ საქმესა და დასვენებას. 
ფრანგული რესტორანი "დიუმა" 36-ე სართულზე გთავაზობთ საუზმეს, საქმიან ლანჩსა და ვახშამს ფრანგული და ქართული ღვინოების თანხლებით. 
თბილისის პანორამის ფონზე, 37-ე სართულზე თქვენ დაგხვდებათ Sky Bar "Weather Report", სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ საფირმო კოქტეილები, უგემრიელესი ტაპასები და აზიური სამზარეულო. 
Pullman Tbilisi Axis Towers გთავაზობთ 2000 მ2-ზე გადაშლილ შეხვედრებისა და ღონისძიებების სივრცეებს, ტერასით, რომელიც მორგებულია ყველა სახის ღონისძიებაზე. უახლესი ტექნოლოგიების აუდიო და ვიდეო აპარატურით აღჭურვილი ბოლრუმი, მზად არის უმასპინძლოს 1000 კაციან ღონისძიებებს. 
დაჯავშნა