სართული / გაქირავებულია
Render Image

მოძებნე საოფისე ფართი

ნებისმიერი
ნებისმიერი
5
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
ნებისმიერი
ნებისმიერი
გარემონტებული
გასარემონტებელი
-
Benefit icon
01
მულტიფუნქციური სივრცე
ბიზნეს ცენტრში მომუშავე თანამშრომლებს საშუალება აქვთ შენობიდან გაუსვლელად ისარგებლონ განსხვავებული სერვისებით. კომპლექსი აერთიანებს რესტორნებს, ველნეს ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებს და სავაჭრო ცენტრს. ერთ შენობაში განლაგებული განსხვავებული სივრცეები დამატებით კომფორტს უქმნის დასაქმებულებს.
Benefit icon
02
არქიტექტურა
აქსის თაუერსი გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით. ორივე კოშკი, მათ შორის ოფისების სივრცე არის ნათელი და ვიტრაჟული. ოფისედაბიდან იშლება ხედები თბილისის ცენტრალურ უბნებზე.
Benefit icon
03
სერვისები
ბიზნეს ცენტრს ემსახურება კონსიერჟი და 24 საათიანი დაცვა. ისევე როგორც კომპლექსის ყველა სივრცე, ბიზნეს ცენტრიც სრულად აღჭურვილია გათბობა-გაგრილების, სახანძრო და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. ცენტრი უზრუნველყოფილია გარე ფასადისა და შიდა სივრცეების დასუფთავების სერვისით. შავი კოშკის 0 სართულზე 700 კვ.მ-ზე მოწყობილია ბიზნეს ლობი. ეს არის საერთო სივრცე, სადაც ცენტრში არსებული ოფისების თანამშრომლებს საშუალება აქვთ იმუშაონ ან გამართონ შეხვედრები სასიამოვნო გარემოში.
Benefit icon
04
შეთავაზებები
ბიზნეს ცენტრში განთავსებული ოფისების თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით კომპლექსის რესტორნებში, ველნეს ცენტრში, სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრში.
Benefit icon
05
ლოკაცია
აქსის თაუერსი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე. აქსის თუაერსის პროექტმა ხელი შეუწყო მიმდებარე ტერიტორია გამხდარიყო ახალი ბიზნესუბანი.
Benefit icon
06
სასურველი დაგეგმარება
აქსის თაუერსის ბიზნეს ცენტრის მოიჯარე თავად ირჩევს ოფისის სასურველ დაგეგმარებას. ეს საშუალებას იძლევა დამკვეთის საჭირობებზე მაქსიმალურად მორგებული ოფისი შეიქმნას.

მოიჯარეები

აქსის თაუერსის ბიზნეს ცენტრში განთავსებულია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართული და უცხოური ბრენდები. განსხვავებულია, აგრეთვე, მათი მასშტაბი, რაც საბოლოოდ განაპირობებს ბიზნეს ცენტრის მრავალფეროვნებას.