რესტორნების ქუჩა

აქსის თაუერსის კომპლექსის გამორჩეულ მიმართულებას წარმოადგენს რესტორნების, იგივე საფეხმავლო ქუჩა სადაც განთავსებულია განსხვავებული ტიპის სარესტორნო ობიექტები. ორ სართულზე განთავსებული სივრცე თავისი გამწვანების ეფექტებით ქმნის ნამდვილი ქუჩის აღქმას და გპირდებათ განსხვავებულ გასტრონომიულ გამოცდილებას. აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქართული, ტრადიციული კერძების გათანამედროვებული ვერსიები, ასევე ევროპული და აზიური სამზარეულო.